Thumbnail

ელექტროპოპ შემსრულებლმა Clairo-მ ახალი კომპოზიცია Blouse გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Sling შევა, რომელიც 16 ივლისს გამოიცემა. სიმღერაში ბექვოკალისტის როლს პოპვარსკვლავი Lorde ირგებს. სტუდიური ჩანაწერის თანაპროდიუსერი კი ქლეიროსთან ერთად ცნობილი მუსიკოსი, ჯეკ ანტონოვი იქნება.

მოუსმინეთ: Clairo - Just for Today

ქლეირომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Immunity გაავრცელა. მისი შემოქმედება ლოუ-ფაისა და ელექტროპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული