Thumbnail

ბილი აილიშის ფრაზამ "მიყვარს გოგონები" ინტერნეტში დაბნეულობა გამოიწვია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის თაყვანისმცემლები მიიჩნევენ, რომ ინსტაგრამის ახალ პოსტში 19 წლის არტისტმა შესაძლოა, საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე გააკეთა მინიშნება. ფანები გოგონას სთხოვენ, დამატებითი კომენტარი გააკეთოს ტექსტზე, რომელიც მომღერალმა კლიპის Lost Cause გადაღებებიდან გავრცელებულ ფოტოებს დაურთო:

როგორ განმარტავს ბილი აილიში თავის მეორე სახელს

ბილი აილიშს ჰკითხეს, რას შეასრულებდა მეგობრებთან ერთად კარაოკეზე

"მიყვარს გოგონები", - დაწერა მან.

ამ სიტყვებმა ბილი თაყვანისმცემლებში დაბნეულობა გამოიწვია.

"ეს შენგან "ქამინგაუთად" უნდა მივიღოთ?".

"რა ხდება? გთხოვ, კონტექსტი გაგვაგებინე".

"თქვენც იმავეს კითხულობთ, რასაც მე?".

"და ეს პრაიდის თვის დროს?".

"ამის მერე რომ თქვა, ჰეტეროსექსუალი ვარო".

"არ შეიძლება, ასე დაასათაურო პოსტი და მერე გაქრე. დაო, აგვიხსენი", - მიმართავენ ბილის ფანები.

აღსანიშნავია, რომ კლიპმა Lost Cause, რომელშიც არტისტი გოგონების გარემოცვაში ცეკვავს, ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგავროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა შემსრულებელი ე.წ. Queerbaiting-ში დაადანაშაულა, რაც ერთგვარი მარკეტინგული ხერხია და ხელოვანის მიერ საკუთარ ნამუშევარში ისეთი სცენების გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ჰომოსექსუალურ კონტექტში შეიძლება, იქნას განხილული, თუმცა, მხოლოდ ინტერპრეტაციის დონეზე. როგორც წესი, ამგვარი ნამუშევრები ლგბტქ+ აუდიტორიის ყურადღების მოპოვებას ისახავს მიზნად.

"ნუთუ, მხოლოდ მე მეჩვენება, რომ ბილის ახალი კლიპი ქვიარბეითინგია? მუდმივად იმაზე საუბრობს, რომ ჰეტეროსექსუალია, შემდეგ კი ასეთ ვიდეოს იღებს? არასწორი მგონია".

"ჰეი, ბილი, შეგიძლია, ქვიარბეითინგი შეწყვიტო?".

"ბილი ბისექსუალია? თუ ოთხი წუთის განმავლობაში იმას ვუყურე, როგორ ეწევა ჰეტეროსექსუალი ადამიანი ქვიარბეითინგს?", - წერდნენ ტვიტერის მომხმარებლები.

არტისტის სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებით კითხვები მანამდეც არსებობდა, რაც მისი ჩაცმის სტილსა და ასევე კომპოზიციას Wish You Were Gay (ვისურვებდი, გეი ყოფილიყავი) უკავშირდებოდა. სიმღერის შინაარსი აილიშმა ინსტაგრამის ჩართვაში შემდეგნაირად განმარტა:

"ეს სიმღერა დავწერე ბიჭის შესახებ, რომელიც მომწონდა, მას კი არ ვაინტერესებდი. ამან თავი საშინლად მაგრძნობინა. ნებისმიერ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ვუსურვე, გეი ყოფილიყო, რათა ეს ყოფილიყო ჩემი დაწუნების მიზეზი".

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჟურნალში Style ბილის ინტერვიუ დაიბეჭდა, რა დროსაც, სტატიის ავტორმა, ჟურნალისტმა პიტერ უოლესმა ციტატაც მოიყვანა მუსიკოსის ძველი ინტერვიუდან:

"გოგონები მიმზიდველები არიან. ზოგადად, მე ადამიანები მიზიდავს, რომელიმე მათგანის შეყვარების წინააღმდეგი არ ვარ".

ბილი აილიში ეხმაურება ბრალდებას, რომ იმიჯის შეცვლით ღირებულებებს უღალატა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული