Thumbnail

ცნობილი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, მსმენელს რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. თაიგამ ახალი კომპოზიცია Splash გამოაქვეყნა. მაიკლის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი პოპულარული მემფისელი კოლეგა Moneybagg Yo მონაწილეობს.

ნახეთ: Iggy Azalea x Tyga - Sip It

ნახეთ: Tyga - Ibiza

ნახეთ: Tyga - Vacation

თაიგამ მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული