Thumbnail

კრის მარტინი: მინდა, რომ Coldplay-მ მთვარეზე გამართოს კონცერტი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა ზაკ სენგის რადიოგადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ სურს, ბენდმა კონცერტი მთვარეზე გამართოს.

"არცთუ ისე ბევრი ადამიანია ნამყოფი მთვარეზე. მინდა, იქ კონცერტი ჩავატაროთ, რატომაც არა? თუმცა, არის მეორე საკითხიც, იქ რომ გამართო ღონისძიება, ხომ მაინც ვერავინ მოგისმენს? იქ არანაირი ბგერა არ ვრცელდება. თუმცა, იქაურობით განცვიფრებული ვიქნები. ამას სახალისოდ არ ვამბობ, იმას გამოვხატავ, რასაც ვგრძნობ და რაც მსურს", - ამბობს კრის მარტინი.

კრის მარტინი BTS-ზე: შვიდივე ძალიან მაგარი ბიჭია

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული