Thumbnail

ნახეთ: Cordae და Young Thug კლიპში Wassup

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქორდეი დანსთონიმ, ფსევდონიმით Cordae, კომპოზიციაზე Wassup გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ჩრდილოკაროლინელი ემსის კოლაბორაციულ ჩანაწერში გავლენიანი ატლანტელი თრეფ შემსრულებელი Young Thug მონაწილეობს. ტრეკი ქორდეის სტუდიური ნამუშევრის Just Until სინგლია.

მოუსმინეთ: Cordae 4-ტრეკიან ჩანაწერს Just Until ავრცელებს

ნახეთ: Cordae x Q-Tip - More Life

მოუსმინეთ: ემინემის კომპოზიციის Killer რემიქსში Jack Harlow და Cordae მონაწილეობენ

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის "1985" რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს, ჰიპ ჰოპ კოლექტივის YBN დაშლის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ ქორდეი გახლდათ, რეპერმა ფსევდონიმი YBN Cordae შეიცვალა და ახლა ის სასცენო სახელით Cordae მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული