Thumbnail

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Thot Shit შესთავაზა. ტრეკის პროდიუსერები OG Parker და LilJuMadeDaBeat არიან. ჩანაწერი დღესდღეობით ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ქალი შემსრულებლის მომავალი ალბომის Tina Snow II სინგლია.

Megan Thee Stallion შემოქმედებით პაუზას იღებს

ნახეთ: Lil Baby x Megan Thee Stallion - On Me (Remix)

ნახეთ: DJ Khaled, Post Malone, Megan Thee Stallion, Lil Baby და DaBaby კლიპში I DID IT

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული