Thumbnail

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, გაბრიელა უილსონმა, ფსევდონიმით H.E.R., ვიზუალურ ნამუშევართან ერთად, ახალი კომპოზიცია We Made It გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Back Of My Mind შევა, რომელიც 18 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: DJ Khaled, Migos და H.E.R. კლიპში WE GOING CRAZY

მოუსმინეთ: H.E.R. x Chris Brown - Come Through

გაბრიელა უილსონმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს მუსიკოსმა კომპილაციური ალბომი H.E.R. გამოსცა. 2019 წელს მან საუკეთესო არენბი ალბომისა და საუკეთესო არენბი პერფორმანსის კატეგორიებში გრემის ჯილდოები მოიპოვა. 2021-ში კი არტისტმა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, ოსკარი მოიგო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული