Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ამალარატნა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, ახალი კომპოზიცია Need To Know და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Planet Her იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 ივნისს გამოიცემა. სტუდიურ ჩანაწერში მონაწილეობას ისეთი ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, The Weeknd, Young Thug, JID და SZA.

ნახეთ: Doja Cat კომპოზიციის Streets კლიპს ავრცელებს

დოჟამ მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მას ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Juicy, Boss Bitch, Say So და სხვა. სინგლის Say So რემიქს ვერსიით, რომელსაც დოჟა რეპერ ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, მუსიკოსმა ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული