Thumbnail

ნახეთ: კელი კლარკსონმა Charli XCX-ის სიმღერა Boom Clap შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში The Kelly Clarkson Show ბრიტანელი პოპვარსკვლავის, Charli XCX-ის კომპოზიცია Boom Clap შეასრულა. მას აკომპანემენტს ცოცხალი ბენდი უწევდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა პრინსის სიმღერა Kiss შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა Nothing Compares 2 U შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა ელვის პრესლის სიმღერა Burning Love შეასრულა

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია Charli XCX-ის რიგით მეორე ალბომში Sucker არის წარმოდგენილი, რომელიც 2014 წელს გამოიცა. სიმღერა აგრეთვე ცნობილი ფილმის The Fault in Our Stars ერთ-ერთი საუნდტრეკიც გახლავთ. ტრეკმა 7 ქვეყნის ჩარტის ათეულში შეძლო მოხვედრა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული