Thumbnail

ჰოლი ბერის ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ რეპერები ტრეკებში ხშირად ახსენებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჰოლი ბერი ტვიტერის ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ არტისტის სახელს რეპერები თავიანთ კომპოზიციებში ხშირად ახსენებენ.

"მაინტერესებს, რას ფიქრობს ჰოლი ბერი იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა რეპ კომპოზიციაშია ნახსენები?", - წერდა ინტერნეტმომხმარებელი.

მსახიობმა პოსტი გააზიარა და დაწერა:

"ძალიან მომწონს".

ჰოლიმ, რომლის სახელიც მართლაც მრავალ კომპოზიციაში გვხვდება, ტვიტერზე გადაცემიდან Hot Ones ის მონაკვეთიც განათავსა, რომელშიც სთხოვეს, დაესახელებინა საყვარელი ტრეკი, რომელშიც ნახსენებია.

"შვილებს შორის რომ ვერ გააკეთებ არჩევანს, ასეა. ყველა ეს არტისტი მიყვარს. ყოველთვის მსიამოვნებს, როცა რომელიმე მათგანი ჩემს სახელს ახსენებს, მომწონს ის ფაქტი, რომ მათ ისევ ვახსოვარ ანაც, საერთოდ იციან, ვინ ვარ. ასე რომ, არჩევანის გაკეთება იგივე იქნებოდა, ჩემს ვაჟსა და ქალიშვილს შორის ამომერჩია რომელიმე. მე ყველა ეს ჩანაწერი მიყვარს", - თქვა 54 წლის ბერიმ.

ჰოლი ბერის სახელია ნახსენები ისეთ კომპოზიციებში, როგორებიცაა: ჯეი ზის Threat, ქანიე ვესთის Apologize და New Workout Plan, ჯეი ქოულის Higher, ქენდრიქ ლამარის და ჯეი როქის Money Trees, ნოტორიოს ბიაიჯის Macs and Dons, მისი ელიოტის Work It, ვაკა ფლოკა ფეიმისა და დრეიქის Round of Applause, ჰიპ ჰოპ დუეტის Outkast ჩანაწერი Elevators (Me & You), დომ კენედის Off All Time და ა.შ.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მოდელმა, ჰოლი ბერიმ პოპულარობა ფილმში Boomerang მონაწილეობით მოიპოვა. ამას მოჰყვა ისეთ კინოსურათებში შესრულებული როლები, როგორებიცაა: Monster's Ball, X-Men, Die Another Day, Gothika, Cloud Atlas, The Call და ა.შ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული