Thumbnail

Machine Gun Kelly და მეგან ფოქსი ფილმის Midnight in the Switchgrass თრეილერში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პროდიუსერის, რენდალ ემეტის სადებიუტო ფილმის Midnight in the Switchgrass თრეილერი გავრცელდა, რომელშიც კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, იგივე Machine Gun Kelly და მისი შეყვარებული, ცნობილი მსახიობი მეგან ფოქსი მონაწილეობენ. სურათში მეგანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტს, რებეკა ლომბარდის განასახიერებს, რომელმაც პარტნიორებთან ერთად სერიული მკვლელის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს.

ნახეთ: MGK-ს კონცერტის დროს სცენაზე შეყვარებული, მეგან ფოქსი შეუერთდა

Machine Gun Kelly საუბრობს, რატომ ინახავს ყელსაბამში მეგან ფოქსის სისხლს

ქელისა და მეგან ფოქსის გარდა ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ბრიუს უილისი, ემილ ჰირში და სხვები. კინოსურათის პრემიერა 23 ივლისს გაიმართება.

წყვილი ერთმანეთს 2020 წლის მარტში სწორედ ფილმის Midnight in the Switchgrass გადასაღებ მოედანზე შეხვდა, რის შემდეგაც მათი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. მეგანი რამდენიმე თვის წინ რეპერის მეხუთე ალბომში Tickets to My Downfall შესულ კომპოზიციაზე Bloody Valentine გადაღებულ კლიპშიც გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული