Thumbnail

დეივ გროლი: Nirvana-ს წევრებმა რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერეთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა დრამერმა, დეივ გროლმა ტელეწამყვან ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ზოგჯერ ის, კრის ნოვოსელიჩი და "ნირვანას" ყოფილი საკონცერტო გიტარისტი, პიტ სმირი იკრიბებიან, უკრავენ და ახალ კომპოზიციებსაც ქმნიან.

დეივ გროლი: Nirvana-ს ამ სიმღერას რომ ვუსმენ, გული მტკივა

დეივ გროლი: კურტ კობეინი ჩვენი თაობის საუკეთესო სონგრაითერია

"კრის ნოვოსელიჩი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს და როდესაც ლოს ანჯელესში ჩამოდის, ერთმანეთს ყოველთვის ვნახულობთ და ვვახშმობთ ხოლმე. ბოლო ასეთ შეხვედრაზე პეტ სმირიც მოვიპატიჟეთ. როცა ახლოს ინსტრუმენტები გვაქვს ან სტუდიაში მოვხვდებით, ვრეპეტიციობთ. ვცდილობთ, "ნირვანას" ძველი კომპოზიციები არ დავუკრათ და, უბრალოდ, გავერთოთ. თუმცა, რამდენიმე ახალი ნამუშევარი მაინც შევქმენით, ჩავწერეთ კიდეც და არაჩეულებრივი გამოვიდა. მეგობრები, უბრალოდ, ვხალისობთ. არ მგონია, ეს სიმღერები ჯგუფის აღდგენის საფუძველი გახდეს", - ამბობს გროლი.

აღსანიშნავია, რომ კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის სხვა წევრები კონცერტის გასამართად რამდენჯერმე შეიკრიბნენ. ბოლოს ეს 2018 წელს კალიფორნიაში მოხდა.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა Nirvana არსებობის განმავლობაში მხოლოდ სამი სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, მისი დამაარსებლის, კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული