Thumbnail

სელენა გომესი: 2015 წლის Met Gala იმით დამამახსოვრდა, რომ ჩემი სხეული არ მომწონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სელენა გომესმა ჟურნალ Vogue-ის ვიდეორუბრიკაში Life in Looks მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც 28 წლის არტისტმა თავისი 15 ჩაცმულობა შეაფასა წითელი ხალიჩებიდან, ფოტოსესიებიდან და სასცენო პერფორმანსებიდან. როდესაც 2015 წლის Met Gala-ზე მიდგა ჯერი, სელენამ გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ იყო თავდაჯერებული მაშინ საკუთარ სხეულთან მიმართებით.

სელენა გომესი: ჩემი პირველი კოცნა ძალიან ცუდად მახსენდება

"სასურველი წონის შენარჩუნება მიჭირს. განსაკუთრებით კი ეს საღამო დამამახსოვრდა. ჩემი სხეული არ მომწონდა. კარგი ის იყო, რომ შესაფერისი კაბის შექმნაში აქტიურად ვიყავი ჩართული. ძალიან კარგი დრო გავატარე მასზე მუშაობის პროცესში. ვფიქრობ, რომ შედეგად მივიღეთ ლამაზი სამოსი, რომელიც მართლაც მოვიხდინე", - ამბობს სელენა Vera Wang-ის თეთრი კაბის შეფასებისას. "ეს ერთ-ერთი მომენტი იყო, როცა გავიაზრე, რომ არ უნდა მქონოდა ასეთი ტანი", - დაამატა გომესმა.

სელენა გომესს მოდის ყოველწლიური გამოფენის აღსანიშნავად მოწყობილ სპეციალური საღამოზე "მეთ გალა" Vera Wang-ის თეთრი კაბა ეცვა.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული