Thumbnail

მოუსმინეთ: Poppy ახალ EP-ის EAT ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, სასცენო სახელით Poppy, ახალი სტუდიური ჩანაწერი EAT – NXT Soundtrack გაავრცელა. ნამუშევარი 5 კომპოზიციას აერთიანებს. არტისტმა EP რესლინგის გასართობი კომპანიის WWE და ამერიკული ლეიბლის Sumerian Records თანამშრომლობის ფარგლებში ჩაწერა.

მოუსმინეთ: Poppy-მ Jack Off Jill-ის ტრეკის Fear of Dying ქავერი გაავრცელა

მორაია როუზ პერეირამ, ფსევდონიმით Poppy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 26 წლის მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Lowlife და Moshi Moshi მოუტანა. არტისტს ამ დრომდე სამი ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული