Thumbnail

ნიკ ქეივს ჰკითხეს, რას ფიქრობს ასაკის მატებასა და დაბერებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოსს, ნიკ ქეივს ბელგიელმა თაყვანისმცემელმა, სახელად რემკომ ვებგვერდზე The Red Hand Files, რომელსაც არტისტი უკვე ორ წელზე მეტია, მსმენელებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, ჰკითხა:

ნიკ ქეივს ჰკითხეს, მოაქვს თუ არა ტანჯვას სარგებელი

"ცოტა მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ამ კვირაში 40 წელი მისრულდება. ზოგი ამბობს, შენი ცხოვრების ყველაზე კაშკაშა პერიოდი გიდგასო, სხვები კი აღნიშნავენ, უკვე ასაკში ხარო. შენ რას ფიქრობ დაბერებაზე?".

ნიკ ქეივის რჩევა, როგორ დავძლიოთ თავდაჯერების ნაკლებობა

"ჩემი რჩევაა - ისეთი ულვაშები გაიზარდე, როგორიც პორნოვარსკვლავებს აქვთ და ელექტროგიტარაზე დაკვრა დაიწყე, ჩემ შემთხვევაში ამან გაამართლა და ეცადე, ასე გააგრძელო, მანამ სამოცი წლის გახდები. შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ აღარ უნდა გაინტერესებდეს, ხალხი რას ამბობს და ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. 60-იან წლებში გადასვლას თავისუფლების თბილი და უცნაური შეგრძნება მოაქვს, რაც იმით არის განპირობებული, რომ შენი დრო უკვე წავიდა, შენთვის ხარ, დიალოგებს მიღმა. რამხელა შვებაა, როცა ის შეშლილი, შემაცბუნებელი ძია ხდები, ოთახის კუთხეში რომ არის თავისთვის, საკუთარი ასაკის პროდუქტი ხდება გაურკვეველი იდეებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სილამაზისადმი ტრფობით, იუმორით, ქაოსით, პროვოკაციებით, საყოველთაო თანაგრძნობის რწმენით, მიტევებითა და მოწყალებით, თავისი ნიუანსებითა და ჩრდილებით, მიუკერძოებლობითა და კაცთმოყვარეობით და ღმერთისადმი მადლიერებით, რომ ამ შეშლილ სამყაროში დაბერების საშუალება მიეცა. სიყვარულით, ნიკი", - უპასუხა ქეივმა კითხვის ავტორს.

ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული