Thumbnail

ნახეთ: მეთრო ბუმინმა ტრევის სკოტთან ერთად სტუდიაში გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები, ჰიუსტონელი შემსრულებელი, ტრევის სკოტი და ატლანტელი პროდიუსერი, მეთრო ბუმინი სტუდიაში შეიკრიბნენ. მეთრომ მრავალწლიან მუსიკალურ პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

Metro Boomin: რეპერები ხარისხიანი მუსიკის შექმნას აღარ ცდილობენ

Freddie Gibbs: მეთრო ბუმინმა თანამშრომლობა შემომთავაზა

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

მაღალი ალბათობით, კომერციულად წარმატებული არაერთი ჰიტის ავტორმა არტისტებმა ახალ მუსიკაზე ითანამშრომლეს, თუმცა, რომელი მათგანის ალბომისთვის შეიქმნა ჩანაწერები, ამ ეტაპზე უცნობია.

ტრევისი ახალ ალბომზე Utopia მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა. მეთროს კი კონკრეტული სტუდიური ჩანაწერი არ დაუანონსებია, თუმცა, ატლანტელი ბოლო დროს არაერთ კოლეგასთან გაერთიანდა, მათ შორის არიან: Future, J.I.D, Drake, Freddie Gibbs და 21 Savage.

მეთრო ბუმინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. დღემდე მუსიკოსმა სამი კოლაბორაციული ნამუშევარი გაავრცელა. პირველი მათგანი 21 Savage-თან ერთად შექმნილი EP სახელწოდებით Savage Mode გახლავთ, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2017 წელს არტისტებმა კვლავ ითანამშრომლეს. მათ ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს, რომელშიც ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos წევრი, ოფსეტიც მონაწილეობს. რამდენიმე თვეში კომერციულად წარმატებულმა პროდიუსერმა და დეტროიტელმა რეპერმა, ბიგ შონმა გაყიდვაში ალბომი Double Or Nothing ჩაუშვეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მეთრომ არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალი დაწერა. 2018 წლის ნოემბერში კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Not All Heroes Wear Capes გაავრცელა, რომელმაც პლატინის სტატუსი მალევე მოიპოვა. 2020 წელს გაყიდვაში "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილი ჩაეშვა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული