Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთი, სავარაუდოდ, ირინა შეიკს ხვდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი და რუსი მოდელი, ირინა შეიკი პაპარაცებმა საფრანგეთის რეგიონ პროვანსში აღბეჭდეს. ექსკლუზიური ფოტოები Daily Mail-მა გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ქანიემ სწორედ შეიკის გარემოცვაში აღნიშნა 8 ივნისს თავისი 44-ე დაბადების დღე. არსებული ინფორმაციით, ისინი მაღალი კლასის სასტუმროში Villa La Coste სამი ღამით დარჩნენ, ოთხშაბათს კი ერთად ჩაფრინდნენ ნიუ ჯერსიში.

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესთს დაბადების დღეს ულოცავს - "მუდამ მეყვარები"

შეგახსენებთ, რომ ქანიე ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანთან განქორწინების პროცესში იმყოფება, მათ ოთხი შვილი: შვიდი წლის ნორთი, ხუთი წლის სენთი, სამი წლის ჩიკაგო და ორი წლის ფსალმი ჰყავთ. 35 წლის მოდელი კი 2019 წელს დაშორდა მსახიობ ბრედლი კუპერს, რომლისგანაც გოგონა, ლი დე სეინი შეეძინა.

კიმ კარდაშიანი საუბრობს, როგორი ცოლი უნდა ჰყავდეს ქანიე ვესთს

ცნობისთვის, ირინა შეიკი 2010 წელს რეპერის რიგით მეხუთე ალბომის My Beautiful Dark Twisted Fantasy სინგლზე Power გადაღებულ ვიზუალურ ნამუშევარში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია გაჟღერდა 2011 წელს გამოსულ ფილმში Limitless, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული