Thumbnail

გოლდლინკმა ალბომი HARAM დააანონსა და სინგლი White Walls გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, დიანთონი კარლოსი, ფსევდონიმით GoldLink, მსმენელს ახალი კომპოზიციით White Walls დაუბრუნდა. ჩანაწერში გრემის ნომინანტმა ახალგაზრდა მუსიკოსმა მისი ცნობილი კოლეგის, ტრევის სკოტის მიერ დაარსებული Cactus Jack ლეიბლის წევრი, შექ უესი გადისა. სინგლი ვაშინგტონელი შემსრულებლის მომავალ ალბომში HARAM შევა, რომელიც გაყიდვაში 18 ივნისს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: GoldLink - Dunya

ნახეთ: GoldLink და Tyler, The Creator კლიპს U Say ავრცელებენ

"შე**ცი შექ უესს", - ამბობს კომპოზიციაში გოლდინკი.

მომავალი, რიგით მეორე ალბომის ტრეკლისტი გოლდლინკმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2019 წლის ივნისში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Diaspora გამოაქვეყნა. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული