Thumbnail

ნახეთ: The Pretty Reckless კლიპს Only Love Can Save Me Now ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The Pretty Reckless კომპოზიციაზე Only Love Can Save Me Now გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში Death by Rock and Roll შედის, რომელიც 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ჩანაწერში ცნობილი ბენდის Pearl Jam დრამერი, მეთ კამერონი და Soundgarden-ის ყოფილი გიტარისტი, კიმ თაილი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: The Pretty Reckless ალბომს Death by Rock and Roll ავრცელებს

The Pretty Reckless ცნობილმა მსახიობმა და მუსიკოსმა, ტეილორ მომსენმა 2009 წელს შექმნა. ერთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Light Me Up გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 2010 წელს გამოშვებულმა სინგლმა Make Me Wanna Die მოუტანა. ბენდის შემოქმედება ჰარდ როკს, პოსტ გრანჟსა და ალტერნატიულ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული