Thumbnail

ნახეთ: Dlina Volny კომპოზიციაზე Redrum გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბელარუსული პოსტ პანკ ჯგუფი Dlina Volny კომპოზიციაზე Redrum გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. მუსიკოსებმა სინგლი ცნობილი პროექტის Chromatics დამაარსებლის, ჯონი ჯიუელის ლეიბლზე Italians Do It Better გამოუშვეს. ტრეკი კოლექტივის მომავალ ალბომში შევა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი ევგენი სინიჩენკო გახლავთ.

ნახეთ: Dlina Volny - Bipolar

Dlina Volny ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 2016 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Mechty გაავრცელა. 2020 წელს კოლექტივმა კონტრაქტი ლეიბლთან Italians Do It Better გააფორმა. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკს, ნიუ ვეივსა და სინთპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული