Thumbnail

ნახეთ: შერონ ვან ეტენმა და ენჯელ ოლსენმა კომპოზიცია Like I Used To შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსები, შერონ ვან ეტენი და ენჯელ ოლსენი ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრნენ. არტისტებმა გადაცემაში კომპოზიცია Like I Used To შეასრულეს. მაისში გამოცემული კოლაბორაციული ტრეკის პროდიუსერი გრემის მფლობელი ჯონ კონგლტონი გახლავთ.

ნახეთ: Sharon Van Etten & Angel Olsen - Like I Used To

შერონ ვან ეტენმა მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2017 წელს დევიდ ლინჩის საკულტო სერიალის Twin Peaks ექვს ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.

ენჯელ ოლსენმა კი მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული