Thumbnail

2020 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე მოსმენადი არტისტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტორო უფლებათა ასოციაცია Phonographic Performance Limited ავრცელებს. კომპანიამ შეაჯამა კომპოზიციების რადიოსადგურებსა და სატელევიზიო არხებზე გაჟღერების, აგრეთვე მათი საჯარო სივრცეებსა და ინტერნეტში გამოყენების მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ბოლო ალბომი Future Nostalgia დუა ლიპამ 2020 წელს გამოუშვა, რომელმაც, როგორც კრიტიკოსების მოწონება, აგრეთვე კომერციული წარმატება დაიმსახურა.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კომპოზიციებს უსმენდით და მოგწონდათ მთელი 2020 წლის განმავლობაში. ვამაყობ, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაზე მოსმენადი არტისტი ვარ. მინდოდა, რომ ალბომს Future Nostalgia პანდემიის პერიოდში თქვენთვის ოდნავი ბედნიერება მაინც მოენიჭებინა", - ასე გამოეხმაურა დუა ლიპა მიღწევას.

დუა ლიპას გარდა, დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ყველაზე მოსმენად მუსიკოსებს შორის მოხვდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ჯასტინ ბიბერი, Coldplay და სხვები.

1. Dua Lipa
2. Ed Sheeran
3. Ariana Grande
4. Sam Smith
5. Calvin Harris
6. Little Mix
7. Coldplay
8. Justin Bieber
9. Maroon 5
10. The Weeknd

ორგანიზაციამ 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხშირად მოსმენილი კომპიზიციებიც დაასახელა. ჩამონათვალს კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ჰიტი Blinding Lights ლიდერობს, ათეული კი ასე გამოიყურება:

1. The Weeknd - Blinding Lights
2. Dua Lipa - Don't Start Now
3. Kygo & Whitney Houston - Higher Love
4. Tones and I - Dance Monkey
5. Harry Styles - Adore You
6. Lewis Capaldi - Before You Go
7. Dua Lipa - Physical
8. Maroon 5 - Memories
9. Jax Jones & Ella Henderson - This Is Real
10. Lady Gaga & Ariana Grande - Rain On Me

კომენტარები

ბოლოს დამატებული