Thumbnail

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციაზე Delicious Things გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice კომპოზიციაზე Delicious Things გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Blue Weekend შედის, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა. კლიპის ავტორი რეჟისორი ჯორდან ჰემინგუეი გახლავთ, რომელიც ბენდთან რამდენიმე წელია, თანამშრომლობს.

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციაზე The Beach გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მოუსმინეთ: Wolf Alice ალბომს Blue Weekend ავრცელებს

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა. კოლექტივს ამ დრომდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული