Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Gotit ალბომს Top Chef Gotit აქვეყნებს

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი Lil Gotit მსმენელს ახალ ალბომს Top Chef Gotit სთავაზობს, რომელიც 16 კომპოზიციას მოიცავს. რიგით მეოთხე სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ატლანტელმა შემსრულებელმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Young Thug, NAV, Gunna და სხვა.

21 წლის რეპერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ლილ გათითმა სადებიუტო ალბომი Hood Baby გამოაქვეყნა. დღემდე ატლანტელი თრეფ შემსრულებლის დისკოგრაფიაში ოთხი ალბომი და სამი მიქსტეიპი ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული