Thumbnail

თანამედროვე თრეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, განაგრძობს მომავალი ალბომის Ice Daddy პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ნამუშევრის ახალ სინგლს Like 34 & 8 სთავაზობს. გავლენიანი ატლანტელის კოლაბორაციულ ტრეკში მისი ახალგაზრდა კოლეგა Pooh Shiesty მონაწილეობს, რომელმაც ფართო საზოგადოების ყურადღების მიპრყობა უკვე მოახერხა. მოცემული ჩანაწერის ფარგლებში "გუვოფმა" არაერთი ჰიტის ავტორ Mike WiLL Made-It-თან ითანამშრომლა.

ნახეთ: Gucci Mane - Poppin

ნახეთ: Gucci Mane x Pooh Shiesty - Still Remember

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული