Thumbnail

ნახეთ: ჯიმი ფელონის შოუში ჯგუფი Migos ახალ კომპოზიციას Avalanche ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის მასშტაბით ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, თრეფ გაერთიანება Migos ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ჯგუფი ხვალ, 11 ივნისს ნამუშევარს Culture III გამოსცემს. სტუდიური ჩანაწერის პრომოუშენის ფარგლებში კი ტრიოს წევრები ჯიმი ფელონის ცნობილი გადაცემის სტუმრები გახლდნენ. შოუს მუსიკალურ ნაწილში "მეგობრებმა" ბენდის თანხლებით ახალი კომპოზიცია Avalanche შეასრულეს.

ნახეთ: Migos-მა ალბომის Culture III ტრეკლისტი გამოაქვეყნა

ქუევო: მილიონს ჩამოვდივარ, Migos წლის საუკეთესო ალბომს გამოუშვებს

ოფსეტი კრიტიკოსებს: Migos საუკეთესოა, ჩვენ ვართ კულტურა

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული