Thumbnail

ამერიკულმა პანკ როკ ჯგუფმა Sleater-Kinney ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია Method გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Path of Wellness შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა. არტისტები სტუდიური ჩანაწერის პრემიერას პლატფორმა Twitch-ზე ლაივსტრიმით გეგმავენ.

ნახეთ: Sleater-Kinney - High In The Grass

Sleater-Kinney ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოლიმპიაში 1994 წელს შეიქმნა, მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. შვიდი სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2006 წელს კოლექტივი დაიშალა. 2014 წელს დამფუძნებლებმა, კერი ბრაუნსტინმა და კორინ ტაკერმა ბენდი აღადგინეს და კიდევ ორი ალბომი გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული