Thumbnail

ნახეთ: Lynyrd Skynyrd სცენაზე 15-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Lynyrd Skynyrd, კორონავირუსით გამოწვეული 15-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველი კონცერტი გამართა. მუსიკოსებმა ფლორიდაში, პანამა სითის სანაპიროზე გამართული ღონისძიების Pepsi Gulf Coast Jam პირველი დღე დახურეს. აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა გამოსვლა, ტრადიციულად, 1973 წელს გამოცემული კომპოზიციით Free Bird დაასრულა, რომელსაც არტისტები ყოველი კონცერტის ბოლოს, თითქმის 40 წელია, უკრავენ.

Lynyrd Skynyrd ფლორიდაში 1964 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავდაპირველად My Backyard ერქვა, 1969-ში კი სახელი შეეცვალა. 1977 წელს ბენდის ორი წევრი და ბექვოკალისტი ავიაკასტროფაში დაიღუპნენ, რის შედეგადაც კოლექტივი დაიშალა. თუმცა, 1987 წელს Lynyrd Skynyrd განახლებული შემადგენლობით ისევ აღდგა. 2006 წელს არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. მათი ყველაზე პოპლარული კომპოზიციებია: Sweet Home Alabama, Simple Man და Free Bird.

კომენტარები

ბოლოს დამატებული