Thumbnail

ნახეთ: თიერა ვექმა "ფილადელფია სიქსერსისთვის" კომპოზიცია ჩაწერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, თიერა ვექი მშობლიური ქალაქის საკალთბურთო გუნდისთვის, "ფილადელფია სიქსერსისთვის" შექმნილ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს ავრცელებს. მუსიკოსმა ნამუშევარი კლუბის მხარდასაჭერად ჩაწერა, რომელიც NBA-ის პლეიოფში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ატლანტა ჰოუქსს" უპირისპირდება.

ნახეთ: Tierra Whack - Link

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული