Thumbnail

ნახეთ: სერჟ ტანკიანი სოლო სიმღერის How Many Times? კლიპს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი სომხურ-ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ფრონტმენმა, სერჟ ტანკიანმა სოლო სიმღერაზე How Many Times? შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი როჯერ კუპელიანი გახლავთ, რომელსაც ისეთი ფილმების ვიზუალურ ეფექტებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: The Lord of the Rings: The Two Towers, Spider-Man: Homecoming, X-Men: First Class და სხვა. კომპოზიცია ტანკიანის ბოლო EP-ში Elasticity შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოიცა.

მოუსმინეთ: სერჟ ტანკიანმა სოლო ნამუშევარი Elasticity გაავრცელა

სერჟ ტანკიანმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ System of a Down-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად არტისტმა 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა და გრემის ჯილდოს მოგებაც მოახერხა. მას 4 სოლო ალბომი და სამი EP აქვს გამოცემული. ტანკიანმა საკუთარი ლეიბლი Serjical Strike Records-იც დააარსა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული