Thumbnail

ცნობილი გაერთიანება "გრიზელდას" წევრმა, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny The Butcher, ახალი კომპოზიცია Sink გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ჟანრის ანდერგრაუნდის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, ჰარი ფრაუდი გახლავთ. ნამუშევარი კოლეგების ერთობლივი ალბომის The Plugs I Met 2 ბონუს ტრეკია.

მოუსმინეთ: Benny The Butcher ჩანაწერს The Plugs I Met 2 ავრცელებს

ნახეთ: Benny The Butcher კლიპში Overall

ნახეთ: Benny The Butcher კლიპში Survivor's Remorse

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა. 2020 წელს ემსიმ ცნობილ კალიფორნიელ პროდიუსერთან, ჰით-ბოისთან ერთად შექმნილი სტუდიური ნამუშევარი BURDEN OF PROOF გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული