Thumbnail

DaBaby: რეპერებს ჩემთან თანამშრომლობის ეშინიათ, რადგან საუკეთესო ვარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კომერციულად წარმატებული წარმომადგენლის, ჯონათან კირკის, იგივე DaBaby-ს მოსაზრებით, დღეს ის ჟანრში საუკეთესოა და კოლეგები მასთან თანამშრომლობას სწორედ ამ მიზეზით ერიდებიან. ამბიციური განცხადება ჩრდილოკაროლინელმა რეპერმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაავრცელა.

DaBaby: დრეიქ, გელოდები

DaBaby: დღეს მე და ლილ უეინი საუკეთესო რეპერები ვართ

DaBaby: 50 Cent-ისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ

"საუკეთესო ვარ. რასაც რეპერები საკუთარ თავზე დადებით კონტექსტში ამბობენ ხოლმე, ასეთი რეალურად მე ვარ. მათ ჩემთან თანამშრომლობის ეშინიათ. მე კი ვფიქრობ, რომ, თუ პირველობაზე გაქვს პრეტენზია, აუცილებლად საუკეთესოებს უნდა გაეჯიბრო", - დაწერა დაბეიბიმ.

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული