Thumbnail

მოუსმინეთ: Your Old Droog-ის ტრეკში Dropout Boogie ლეგენდარული MF DOOM მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბრუკლინელი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ არტისტი Your Old Droog მსმენელს ახალ კომპოზიციას Dropout Boogie სთავაზობს, რომელშიც 2020 წელს გარდაცვლილი მისი ლეგენდარული კოლეგა MF DOOM მონაწილეობს. კოლაბორაციული ჩანაწერის პროდიუსერი ახალგაზრდა მერილენდელი მუსიკოსი ფსევდონიმით Edan გახლავთ, რომლის მიერ დაწერილი ექსპერიმენტული ჟღერადობის ბითი სწორედ დუმის შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი.

მოუსმინეთ: Your Old Droog-ის ტრეკში El-P და Black Thought მონაწილეობენ

მოუსმინეთ: The Avalanches x MF DOOM - Tonight (Remix)

Your Old Droog-მა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა ანონიმურად სადებიუტო EP გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ ფსევდონიმის უკან ცნობილი ნიუ იორკელი რეპერი Nas იდგა. თუმცა, ამავე წლის აგვისტოში გაირკვა, რომ ჩანაწერის ავტორი 25 წლის უკრაინული წარმოშობის ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი იყო. ამ დრომდე არტისტს 6 ალბომი, 2 კოლაბორაციული ნამუშევარი და ხუთი EP აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული