Thumbnail

ამერიკელი პროდიუსერი Marshmello ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ იდიემ კომპოზიციას Bad Bitches ავრცელებს. ჩანაწერში მაიამელი დიჯეი Nitti Gritti და ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Megan Thee Stallion მონაწილეობენ. სინგლი მარშმელოუს რიგით მეოთხე ალბომში Shockwave შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა.

კრისტოფერ ქომსთოქმა, ფსევდონიმით Marshmello, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის თავდაპირველად სხვადასხვა ცნობილ კომპოზიციას არემიქსებდა. არაერთი ჰიტის ავტორს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს MTV EMA-ზე მარშმელოუმ წლის საუკეთესო ელექტრონული არტისტის სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული