Thumbnail

უილოუ სმიტი: როკ მუსიკის სიყვარულის გამო სკოლაში მაბულინგებდნენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსმა და მსახიობმა, უილოუ სმიტმა, სასცენო სახელით Willow, ჟურნალ V Magazine-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბავშვობიდან მუდმივად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი იმის გამო, რომ როკ მუსიკა მოსწონდა და ხშირად იმყოფებოდა როკისა და მეტალის მსმენელების გარემოცვაში.

ნახეთ: Willow - Transparent Soul Feat. Travis Barker

უილოუ სმიტი საუბრობს, რატომ გადაწყვიტა ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლა

"როდესაც შავკანიანი ქალი მეტალის მსმენელთა გარემოცვაში ხვდები, ძალიან რთულია და ხვდები, მუსიკის ინდუსტრია რა ზეწოლას ახდენს შენზე. სკოლაშიც მაბულინგებდნენ იმის გამო, რომ ჯგუფებს Paramore და My Chemical Romance ვუსმენდი. მეუბნებოდნენ, რომ შავკანიანი ვიყავი და მათთვის არ უნდა მომესმინა. თუმცა, მე ახლა სწორედ როკ მუსიკას ვქმნი და მინდა, დავანახო შავკანიან ქალებს, რომ ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება, თვალებზე შავი ფანქრის წასმა და თმის გვერდებზე აპარსვა. ჩემს მომავალ ალბომში აგრეთვე მექნება სიმღერა ავრილ ლავინთან ერთად, რომელიც 13-16 წლის ასაკში ჩემი კერპი გახლდათ. აღფრთოვანებული ვარ, რომ პოპ პანკ დედოფალთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა", - ამბობს უილოუ სმიტი.

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის უმცროსმა შვილმა, უილოუმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Ardipithecus გაავრცელა. სმიტს ამ დრომდე სამი სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული