Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ პოსტმა თაყვანისმცემლებში გაკვირვება გამოიწვია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე სურათები გამოაქვეყნა, რომლებშიც გველის ტყავის პრინტიან კოსტიუმშია გამოწყობილი. პოსტის აღწერამ 39 წლის მუსიკოსის თაყვანისმცემლებში დაბნეულობა გამოიწვია.

ბრიტნი სპირსი გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც სელენა გომესი მის სიმღერას ასრულებს

ბრიტნი სპირსი: პატარა ვიყავი, როცა შვილები მეყოლა და ბავშვივით ვიქცეოდი

"ერთხელ MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე ხელში გველი მეჭირა, 20 წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, თავად გავმხდარიყავი დედამ***ლი გველი. რადგან ოინებით ბავშვებს ატყუებენ, თქვე გაქნილო ნაბიჭვრებო, ვინ იცის, რა ფერის გველი ვიქნები ხვალ".

პოსტის კომენტარებში ბრიტნის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მომღერალს აქამდე არასდროს უთქვამს საჯაროდ მსგავსი სიტყვები.

"შეუძლებელია, ბრიტნის ეს დაეწერა, არა?".

"ეს რა უბედურებაა?".

"მართლა კარგად ხარ?".

"არ არსებობს, ბრიტნის ეს დაეწერა".

"ყველა რატომ ბილწსიტყვაობს ამ ბოლო დროს? ბრიტნის ლექსიკაში არასდროს ყოფილა მსგავსი ვულგარული სიტყვები".

"არასდროს მსმენია, ბრიტნის რაიმე ამის მსგავსი ეთქვას".

თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც წერენ, რომ ამ პოსტში გასაკვირი არაფერია.

"სრულებით ნორმალურია".

"არაფერია გასაკვირი, ბრიტნი. იმედი მაქვს, მაგ გალიას მალე დააღწევ თავს".

აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსს არამდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მოტივით საკუთარი ქონებისა და პირადი ცხოვრების თავისუფლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული. სოციალურ ქსელებში კამპანია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ბრიტნისთვის თავისუფლების მინიჭებას მოითხოვენ ჰეშთეგით #freebritney. ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიტნის საკუთარი სოციალური ქსელის დამოუკიდებლად მართვის საშუალებაც არ ეძლევა და ხშირად ეჭვს გამოთქვამენ, რომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტების მიღმა მომღერალი არ დგას.

ფანები ფიქრობენ, რომ ვიდეოში ბრიტნი სპირსი შველას ითხოვს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული