Thumbnail

ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., ახალი კომპოზიცია What It's Come To და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად სამხრეთელი მუსიკოსი გახლავთ. ტრეკი კლიფორდის მომავალი ალბომის Kill The King ერთ-ერთი სინგლია. შემსრულებლის თქმით, ხსენებული სტუდიური ნამუშევარი მის შემოქმედებაში უკანასკნელი იქნება.

მოუსმინეთ: T.I. ალბომს The L.I.B.R.A. ავრცელებს

ნახეთ: T.I. ვიდეორგოლს Hypno აქვეყნებს

ნახეთ: Snoop Dogg, Rick Ross, G-Eazy, T.I. და სხვები Trae Tha Truth-ის კლიპში

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული