Thumbnail

Kid Cudi: ბევრი მეკითხება, როგორ ვებრძვი დეპრესიას

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელი მუსიკოსი, ქიდ ქადი მრავალი წელია, დეპრესიას ებრძვის. ამის შესახებ ის როგორც ინტერვიუებში, ასევე საკუთარ ნამუშევრებში საუბრობს. ამჯერად შემსრულებელმა პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"ხანდახან მოწყენილობა მჭამს. როგორ ვუმკლავდები მას? უამრავი თქვენგანი მეკითხება, ამ ყველაფერს თავს როგორ ვართმევ. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. დღეები ერთმანეთისგან განსხვავდება - ზოგი მშვენიერია, ზოგიც საშინელი. ვცდილობ, დავიჯერო, რომ ღმერთი რაღაც უკეთესისთვის მამზადებს. ვცდილობ, სიკეთის რწმენა შევინარჩუნო. თქვენც ირწმუნეთ", - წერს მუსიკოსი.

ნახეთ: ქიდ ქადიმ SNL-ის პერფორმანსი კურტ კობეინს მიუძღვნა

ქიდ ქადი: ქანიე ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა

Kid Cudi: სხვის შეყვარებას ვერ მოახერხებ, სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ

ქიდ ქადიმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გახდა, რომელიც ქადის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 7 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება მელანქოლიურობით ხასიათდება.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული