Thumbnail

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესთს დაბადების დღეს ულოცავს - "მუდამ მეყვარები"

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთს, რომელთან განქორწინების პროცესშიც იმყოფება, 44 წლის იუბილე მიულოცა. კიმმა ინსტაგრამზე მისი და ქანიეს სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც შვილების, შვიდი წლის ნორთის, ხუთი წლის სენთის და სამი წლის ჩიკაგოს გარემოცვაში არიან აღბეჭდილი. მან ფოტოს წარწერა დაურთო:

კიმ კარდაშიანი საუბრობს, როგორი ცოლი უნდა ჰყავდეს ქანიე ვესთს

"დაბადების დღეს გილოცავ, მუდამ მეყვარები".

ამის შემდეგ კარდაშიანმა ინსტაგრამის სთორიში ვესთის ფოტოების გამოქვეყნება განაგრძო. მათ შორის იყო რეპერის ბავშვობის სურათი, რომელიც 1987 წლით თარიღდება.

კიმმა კიდევ ერთი ოჯახური ფოტო გაავრცელა, რომელშიც მათი მეოთხე შვილი, ფსალმიც არის აღბეჭდილი.

ქალმა ასევე მხოლოდ მისი და ქანიეს სურათი გამოაქვეყნა:

კიმ კარდაშიანმა, შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, ქანიე ვესთთან გაყრაზე სასამართლოში განაცხადი თებერვალში შეიტანა. როგორც მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, კარდაშიანისთვის გადამწყვეტი ქანიეს შარშანდელი განცხადება აღმოჩნდა, როდესაც, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ატირებულმა საჯაროდ გაამხილა, რომ კიმი მათი პირველი შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამას დაერთო მუსიკოსის ბიპოლარული აშლილობა. ის საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას კარდაშიანების ოჯახს და კიმის დედას, კრის ჯენერს "კრის ჩენ ინს" უწოდებდა. ამის შემდეგ ტელევარსკვლავი უაიომინგში ჩავიდა, მოგვიანებით მათ ბავშვებთან ერთად გაატარეს რამდენიმედღიანი შვებულებაც, თუმცა, კიმმა მაინც განქორწინება არჩია.

► Page Six: განქორწინების ინიციატორი არა კარდაშიანი, არამედ ქანიე ვესთი იყო

კომენტარები

ბოლოს დამატებული