Thumbnail

ნახეთ: The Rasmus-ის ვოკალისტმა ჯგუფ Blind Channel-ის სიმღერა შეასრულა

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ცნობილი ფინური ჯგუფის, The Rasmus-ის ვოკალისტმა, ლაური ილონენმა საკუთარი პროექტის Bedroom Sessions ფარგლებში პოსტ ჰარდკორ კოლექტივის, Blind Channel-ის კომპოზიცია Dark Side დააქავერა. ტრეკს ლაურისთან ერთად Blind Channel-ის წევრები, ნიკო მოილანენი და ჯოელ ჰოკა ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპოზიციით Blind Channel-მა წელს მუსიკალურ კონკურს "ევროვიზიაზე" ფინეთი წარადგინა. ბენდმა სიმღერით მე-6 ადგილის დაკავება მოახერხა.

ლაური ილონენმა კარიერა 1994 წელს დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას ჯგუფ The Rasmus-ში მოღვაწეობამ მოუტანა. ბენდთან ერთად მან 5 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ლაურის ერთი სოლო ჩანაწერიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული