Thumbnail

რობერტ პლანტი და ელისონ კრაუსი მორიგ ერთობლივ ალბომზე მუშაობენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, გრეგ ლეისმა პოდკასტ Everyone Loves Guitar-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი არტისტი, რობერტ პლანტი და ამერიკელი შემსრულებელი, ელისონ კრაუსი მორიგ ერთობლივ ალბომზე მუშაობენ. მისი თქმით, ჩანაწერიდან ერთი სიმღერა უკვე მოისმინა და აღფრთოვანებულიც დარჩა. აღსანიშნავია, რომ გრეგ ლეისი პლანტისა და კრაუსის პირველ კოლაბორაციულ ჩანაწერში Everyone Loves Guitar მონაწილეობდა და უკრავდა.

რობერტ პლანტი იხსენებს მომენტს, როცა გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყო

რობერტ პლანტი: გავამზადე ჩანაწერები, რომლებიც ჩემი სიკვდილის შემდეგ გავრცელდება

რა არ მოსწონდა რობერტ პლანტს Led Zeppelin-ის ადრეულ სიმღერებში

"რობერტ პლანტი და ელისონ კრაუსი მორიგ ერთობლივ ალბომზე მუშაობენ. ცოტა ხნის წინ მათი ერთ-ერთი კომპოზიცია მოვისმინე. სიმღერის სახელია Searching For My Baby, საოცარი ტრეკია. როდესაც გამუშვებენ, ის მაშინვე თქვენს გონებას შეიპყრობს", - ამბობს ლეისი.

რობერტ პლანტმა და ელისონ კრაუსმა 2007 წელს ერთობლივი ალბომი Raising Sand გამოუშვეს. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია შევიდა. ნამუშევარმა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ამასთან, პლანტმა და კრაუსმა 2015 წელს ერთობლივი სიმღერა Light of Christmas Day გამოსცეს, რომელიც მხატვრული ფილმის Love the Coopers ერთ-ერთი საუნდტრეკია.

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

ელისონ კრაუსმა კი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. ამ დრომდე სულ მას 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. სოლო კარიერის პარალელურად, ის რამდენიმე პროექტის წევრია. მუსიკოსს გრემის პრესტიჟული ჯილდო 27-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული