Thumbnail

ნახეთ: Polo G ფრისტაილს ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, თაურუს ფართლეთი, ფსევდონიმით Polo G, მომავალი ალბომის Hall Of Fame პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიულ რადიოსადგურს Power 106 ესტუმრა. პოპულარულმა ჩიკაგოელმა გადაცემაში The L.A. Leakers ფრისტაილი შეასრულა. რეპერმა რეჩიტატივი მიმდინარე წელს გარდაცვლილი კოლეგის, დიემექსის კლასიკად აღიარებული კომპოზიციის Ruff Ryders’ Anthem ინსტრუმენტალზე წაიკითხა. ბითის ავტორი გავლენიანი სვიზ ბითზი გახლავთ.

ნახეთ: Polo G x Lil Wayne - GANG GANG

Polo G: ხალხი ფიქრობს, რომ 2Pac-ის რეინკარნაცია ვარ

ნახეთ: Lil Tjay, Polo G და Fivio Foreign კლიპში Headshot

ჩიკაგოელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება მალევე, 2018 წელს კომპოზიციით Finer Things მოიპოვა. 2019-20 წლებში პოლო ჯიმ მსმენელს ალბომები Die A Legend და The Goat შესთავაზა. ორივე მათგანი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული