Thumbnail

ამერიკელმა მომღერალმა, თინაშემ ახალი კომპოზიცია Pasadena გაავრცელა. ჩანაწერში კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი სიმი სიმს მესამე, იგივე Buddy მონაწილეობს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში "333" შევა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა.

თინაშე ქაჩინვემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. 2007-11 წლებში ის ჯგუფის The Stunners წევრი იყო. არტისტმა სოლო კარიერაში წარმატებას სადებიუტო სინგლის "2 On" გამოსვლისთანავე მიაღწია. მისი შემოქმედება არენბისა და პოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული