Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-ის RM კომპოზიციას Bicycle ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS წევრმა, არემმა სოლო სიმღერა Bicycle გამოუშვა. კომპოზიცია კოლექტივის 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე ონლაინ ღინისძიებების სერიის, Festa 2021-ის ფარგლებში გავრცელდა.

BTS-ის არემი: არ მგონია, რომ გრემიზე დავმარცხდით

"ყოველთვის მინდოდა, ველოსიპედების შესახებ სიმღერის შექმნა და "ფესტა" ამისთვის კარგი საბაბი აღმოჩნდა. თებერვალსა და მარტში, როდესაც დავსეირნობდი, სწორედ მაშინ დავასრულე მელოდიასა და ტექსტზე მუშაობა. მართლა ველოსიპედის ტარებისას დავწერე სიმღერა", - ამბობს არემი.

რეპერმა და პროდიუსერმა, კიმ ნამ-ჯუნმა, სასცენო სახელით RM, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფ BTS-ში მოღვაწეობით მოიპოვა. არემმა ბენდისთვის არაერთი ცნობილი სიმღერა, მათ შორის Spring Day და Fake Love დაწერა. როგორც სოლო არტისტს, მას ორი მიქსტეიპი RM და Mono აქვს გამოშვებული. მუსიკოსს უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან და ჯგუფებთან, როგორებიც არიან: Lil Nas X, Wale, Krizz Kaliko, Fall Out Boy და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული