Thumbnail

ორთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, გიორგი ქებურიამ, სასცენო სახელით Kay G, მსმენელს ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნებული ფრისტაილი Moon Rock შესთავაზა. მუსიკოსის ახალი ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ნიკა ალექსიძე, ფსევდონიმით N.A გახლავთ, რომელთანაც გიორგიმ წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: Kay G - OCD

Kay G-მ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო

ნახეთ: ერეკლე დეისაძე & Kay G - დილასადრიან

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგიმ ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული