Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი ქებურია, ფსევდონიმით Kay G, ახალ ჩანაწერს ავრცელებს. კომპოზიციაში "#ვფლანგავ" ისრაელში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, ნიკა ალექსიძე, სასცენო სახელით N.A მონაწილეობს.

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში, სოლო კარიერით დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფია" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული