Thumbnail

ამერიკელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა Mykki Blanco ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Summer Fling გაავრცელა. ჩანაწერში რეპერი Kari Faux მონაწილეობს. ტრეკი მიკი ბლანკოს მომავალ, რიგით მეორე ალბომში Broken Hearts and Beauty Sleep იქნება წარმოდგენილი, რომელიც 18 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Mykki Blanco - Free Ride

მოუსმინეთ: Mykki Blanco - You Will Find It Ft. Devendra Banhart

მაიკლ დევიდ ქუათლბაუმმა, სასცენო სახელით Mykki Blanco, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 2016 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Mykki გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული