Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Atlantic Records იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია I Won და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდა. კოლაბორაციულ ჩანაწერში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტები Jack Harlow, 24kGoldn და არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობენ. ტრეკი ფილმის F9 ერთ-ერთი საუნდტრეკია.

ნახეთ: Ty Dolla Sign - By Yourself Ft. Bryson Tiller, Jhené Aiko & Mustard

ნახეთ: Jack Harlow გადაცემაში Tiny Desk Concert

ნახეთ: 24kGoldn x DaBaby - Coco

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში ჰარლოუმ გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That's What They All Say ჩაუშვა.

გოლდენ ვონ ჯოუნსმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. კალიფორნიელმა არტისტმა 2018 წელს პირველი EP სახელწოდებით Dropped Outta College გამოაქვეყნა. ის ფართო საზოგადოებამ ხსენებული სტუდიური ნამუშევრის სინგლით, პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Valentino გაიცნო. 24kGoldn-ის შემოქმედება არენბის, პოპის, ემო რეპის, პოპ როკისა და სხვა არაერთი მიმდინარეობის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული