Thumbnail

კიმ კარდაშიანი საუბრობს, როგორი ცოლი უნდა ჰყავდეს ქანიე ვესთს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ქმართან, გავლენიან ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან განქორწინებაზე სასამართლოში განაცხადი შეიტანა. მანამდე მედიაში უკვე აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რეპერი უაიომინგის რანჩოში არჩევდა ყოფნას მაშინ, როცა კიმი შვილებთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში მდებარე სახლში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, წყვილს ურთიერთობის დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია და სხვადასხვა გამოცემები მხოლოდ მესამე პირებზე დაყრდნობით წერდნენ ამ თემაზე.

მედიის ცნობით, ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანთან კომუნიკაცია სრულად გაწყვიტა

ცოტა ხნის წინ რეალითი შოუს Keeping Up with the Kardashians ახალი ეპიზოდის თრეილერი გავრცელდა, რომელშიც თავად კიმი საუბრობს იმაზე, თუ რა სირთულეების წინაშე იდგა ამ ურთიერთობის დროს.

"ვფიქრობ, ის ისეთ ადამიანს იმსახურებს, რომელიც ყველგან გაყვება, სადაც არ უნდა წავიდეს და იმისთვის იქნება მზად, რომ უაიომინგში გადავიდეს საცხოვრებლად. მე ამის გაკეთება არ შემიძლია. მას ისეთი ცოლი უნდა ჰყავდეს, რომელიც ყოველ ნაბიჯსა და ახირებაში დაუჭერს მხარს, ყველაფერს გააკეთებს მისი გულისთვის, რაც მე არ ძალმიძს. თავს ძალიან უიღბლოდ ვგრძნობ, ეს ჩემი მესამე ქორწინებაა. ამაზე ფიქრიც კი არ მსურს, რადგან მინდა, ბედნიერი ვიყო“, - ეუბნება ატირებული კიმი თავის დებს, კენდალს, ქლოის და კორტნის.

ქლოი კარდაშიანი ვიდეოში ამბობს, რომ კიმს კამერებთან თავის შეკავება უწევდა, თუმცა, კადრს მიღმა მომხდარს ძალიან განიცდიდა.

"კიმი ბევრს იბრძოდა კამერებს მიღმა. ის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანია. ქანიესთან ურთიერთობის დაცვას ყველაფრის ფასად ცდილობს, მაგრამ, რთულია, როცა პასუხისმგებლობა მთლიანად შენს მხრებზე გადმოდის. მინდა, რომ მან საკუთარ თავზეც იზრუნოს", - ამბობს ქლოი.

როგორც ჩანს, ეპიზოდი მაშინ არის გადაღებული, როცა კიმს ჯერ კიდევ არ ჰქონდა განქორწინების გადაწყვეტილება მიღებული.

"რას შვრებით შენ და ქანიე?", - ეკითხება მას ქლოი.

კიმი კი პასუხობს:

"არ ვჩხუბობთ. ახლა სიტუაცია ჩაწყნარებულია, დინებას მივყვები".

როგორც წყაროები ამბობენ, კარდაშიანისთვის გადამწყვეტი ქანიე ვესთის განცხადება აღმოჩნდა, როდესაც, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ატირებულმა საჯაროდ გაამხილა, რომ კიმი მათი პირველი შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამას დაერთო მუსიკოსის ბიპოლარული აშლილობა. ის საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას კარდაშიანების ოჯახს და კიმის დედას, კრის ჯენერს "კრის ჩენ ინს" უწოდებდა. ამის შემდეგ ტელევარსკვლავი უაიომინგში ჩავიდა, მოგვიანებით მათ ბავშვებთან ერთად გაატარეს რამდენიმედღიანი შვებულებაც, თუმცა, კიმმა მაინც განქორწინება არჩია.

კიმი და ქანიე უაიომინგში 

წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული