Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Baby და Lil Durk ერთობლივ ალბომს Voice Of The Heroes ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა ლილ ბეიბიმ და ჩიკაგოელმა ლილ დერქმა გაყიდვაში კოლაბორაციული ალბომი Voice Of The Heroes ჩაუშვეს. თანამედროვე ჰიპ ჰოპის პოპულარული წარმომადგენლების სტუდიური ნამუშევარი 18 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის ფარგლებში ახალგაზრდა რეპერებმა ითანამშრომლეს კოლეგებთან: Travis Scott, Meek Mill, Young Thug და სხვა.

ნახეთ: Lil Baby x Lil Durk - Voice Of The Heroes

ლილ ბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

დერქ ბენქსმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული